in

ლოჩოშვილს მცირე ტრავმა აქვს და ისევ არ უთამაშია

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სერია ა-ს მე-19 ტურის შეხვედრაში ქულა აიღო სტუმრად „ბოლონიასთან“ – 1:1. სამწუხაროდ, ჩვენიანი განაცხადში არ ყოფილა, რაც ზედიზედ მეორედ შემთხვევაა. გაგახსენებთ, ლუკას არ უთამაშია არც „ნაპოლისთან“ სათასო შეხვედრაში.

აღმოჩნდა, რომ ლოჩოშვილის უთამაშებლობის მიზეზი მცირე ტრავმაა. ამის შესახებ Sportgrigiorosso-მა დაწერა.

„დავიდე ბალარდინის „ბოლონიასთან“ ვერ ეხმარებოდა თავდამსხმელი სირილ დესერსი, რომელიც „მონცასთან“ დაშავდა. ასევე პრობლემა შეექმნა მცველ ლუკა ლოჩოშვილს“, – წერს გამოცემა.

„კრემონეზე“ 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას პენალტი ვერ გაუტანეს, ვალენსიამ ვერ მოიგო

მამუკელაშვილმა სარეკორდოდ ითამაშა და 31 ქულა დააგროვა