ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სერია ა-ს მე-19 ტურის შეხვედრაში ქულა აიღო სტუმრად „ბოლონიასთან“ – 1:1. სამწუხაროდ, ჩვენიანი განაცხადში არ ყოფილა, რაც ზედიზედ მეორედ შემთხვევაა. გაგახსენებთ, ლუკას არ უთამაშია არც „ნაპოლისთან“ სათასო შეხვედრაში.
აღმოჩნდა, რომ ლოჩოშვილის უთამაშებლობის მიზეზი მცირე ტრავმაა. ამის შესახებ Sportgrigiorosso-მა დაწერა.
„დავიდე ბალარდინის „ბოლონიასთან“ ვერ ეხმარებოდა თავდამსხმელი სირილ დესერსი, რომელიც „მონცასთან“ დაშავდა. ასევე პრობლემა შეექმნა მცველ ლუკა ლოჩოშვილს“, – წერს გამოცემა.
„კრემონეზე“ 8 ქულით ბოლო ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings