გამოცემა calciocremonese-მ სერია A-ს დასრულებულ სეზონში „კრემონეზეს“ გამოსვლა პოზიციების მიხედვით შეაფასა და გუნდის ქართველი ლეგიონერი ლუკა ლოჩოშვილი, ლეონარდო სერნიკოლასთან ერთად, უკანა ხაზში საუკეთესოდ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ სეზონი „კრემონეზესთვის“ წარუმატებელი გამოდგა და სერია B-ში დაქვეითდა. რადგან დაცვის პოზიციას ეხებოდა საქმე, გამოცემამ ხუმრობით, უკანა ხაზის მოთამაშეები „თავდაცვის მინისტრებად“ მონათლა.
სულ წერილში 11 მცველის თამაში შეაფასეს. 10-ბალიანი სისტემით 24 წლის ლოჩოშვილის ასპარეზობა ყველაზე მაღალი ქულით (7) შეფასდა.
„სერია A-ს ბოლო, 2022/23 წლების სეზონი „კრემონეზეს“ სერია B-ში დაქვეითებით დასრულდა. დროა, შევაჯამოთ, დღეს „თავდაცვის მინისტრებს“ ვაფასებთ“, – წერს გამოცემა.
ლუკა ლოჩოშვილი 7
ლეონარდო სერნიკოლა 7
ალექს ფერარი 6.5
ჯონ ვასკესი 6.5
ვლად კირიკეში 6
ემანუელე ვალერი 6
ჯაკომო კუალიატა 5.5
პაოლო გილიონე 5.5
ემანუელ აივუ 5.5
მატეო ბიანჩეტი 5
ჯეკ ჰენდრი 5
„ქართველი საუკეთესო გახლდათ მცველებში. ზოგჯერ შეცდომას უშვებდა, მაგრამ ყოველთვის ყურადღებიანი იყო და მისი ჩამოტოვება ადვილი არავისთვის ყოფილა. მუდამ იბრძოდა, რის გამოც ხშირად უნახავთ თავშეხვეული, რაც ნამდვილი მეომრის ნიშანია“, – დასძენს სტატიის ავტორი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings