in ,

ლოჩოშვილი გაოფიციალურდა: კრემონეზემ ქართველი წარადგინა

ლუკა ლოჩოშვილის იტალიური სატრანსფერო ზაფხული დასრულდა და როგორც ბოლო ვარიანტად დაიწერა, ქართველი მცველის ახალი გაჩერება „კრემონეზეა“.

სერია ა-ში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გუნდმა ლოჩოშვილი ოფიციალურად წარადგინა და დაუწერა კიდეც: კეთილი იყოს შენი მობრძანება!

„კრემონეზეს“ ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ:

„კრემონეზე აცხადებს, რომ საბოლოოდ მოიპოვა „ვოლფსბერგერისგან“ ფეხბურთელ ლუკა ლოჩოშვილზე უფლება.
1998 წლის 29 მაისს თბილისში დაბადებული ლოჩოშვილი თბილისის „დინამოს“ გაზრდილი მცველია. კარიერის განმავლობაში ქართველი მცველი კიევის „დინამოსა“ და სლოვაკეთის „ჟილინას“ მაისურებსაც ატარებდა, სანამ „ვოლფსბერგერთან“ ერთად ავსტრიაში გადავიდოდა. ავსტრიულ კლუბში მას 69 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 8 ევროპის ლიგაზე.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ამ დროისთვის სულ 2 მატჩი ჩაატარა“.

„კრემონეზემ“ ჩვენიანის გარდა კიდევ რამდენიმე ახალწვეული წარადგინა, თითქმის ლუკას პარალელურად 27 წლის ბელგიაში დაბადებული ნიგერიელი ფორვარდი სირილ დესერსი და 29 წლის არგენტინელი ცენტრალური ნახევარმცველი გონსალო ესკალანტე.

წელს იტალიის სერია ა-ში ორი ქართველი გვეყოლება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინდონეზიას ოლიმპიადა სურს: ქალაქში, რომელიც ჯერ არ აშენებულა

სუპერთასი მადრიდში წავიდა!