in

ლოჩოშვილის კრემონეზემ ბოლო წუთზე წააგო: ლუკამ სრულად ითამაშა

იტალიაში ჩვენების გუნდებს სეზონის მძიმე განახლება მოუწიათ. ხვიჩას „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერთან“ ჩავიდა (0:1), ხოლო ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ ბოლო პერიოდში გამოცოცხლებული და ყველა მატჩის მომგები „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 1:0. ეს ერთადერთი გოლი მილიკმა მსაჯის მიერ წამატებულ დროში, 90+1 წუთზე გაიტანა.

საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 90+3-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ლოჩოშვილი მარცხენა ცენტრალურ მცველად დააყენეს.

პირველ ტაიმში „კრემონეზეს“ ორი გოლი არ ჩაუთვალეს. მე-16 წუთზე ვალერის გილზე VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა, მერე კი მსაჯმა დესერსზე საეჭვო ხელით თამაში დააფიქსირა.

მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ზუსტად დარტყმას ვერ ახერხებდნენ. 90-ე წუთზე კი არკადიუშ მილიკმა საჯარიმო იდეალურად შეასრულა და ტურინელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

16 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 7 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა და ერთადერთი გუნდია ლიგაში, რომელსაც თამაში არ მოუგია. მომდევნო შეხვედრაში, 9 იანვარს ლოჩოშვილის გუნდი სტუმრად ეწვევა ბოლო ადგილზე მყოფ „ვერონას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ პირველად წააგო, ხვიჩამ დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა, მომენტებიც შექმნა

ბენზემა საფრანგეთში წლის სპორტსმენია