in

ნაპოლიმ პირველად წააგო, ხვიჩამ დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა, მომენტებიც შექმნა

იტალიის სერია A განახლდა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საქმეში ჩაერთო ხვიჩა კვარაცხელიაც. ჩვენიანის „ნაპოლის“ მე-16 ტურში პირდაპირ ურთულესი მატჩი მოუწია – სტუმრად „ინტერთან“. ნეაპოლელებმა ჩემპიონატში პირველად წააგეს – 0:1. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ედინ ჯეკომ გაიტანა.

კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო. მილანელები ხისტად თამაშობდნენ და ხვიჩასაც რამდენჯერმე ფეხებში მოარტყეს.

„ინტერმა“ პრესინგს მიმართა და სივრცეები ჩაკეტა, ამიტომ სტუმრებს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსვლიათ, თავად მასპინძლებს კი კონტრშეტევებზე ჰქონდათ შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში საგოლე მომენტი ხვიჩამ შექმნა. 52-ე წუთზე მცველებში გაძვრა და კარის წინ ოსიმენი დატოვა, მაგრამ მეკარე ონანამ დაასწრო და „ინტერი“ გადაარჩინა. 56-ე წუთზე კი მასპინძლებმა თავისი შანსი გამოიყენეს. ფედერიკო დიმარკოს გადაცემით „ინტერი“ ედინ ჯეკომ დააწინაურა.

კვარაცხელია ისევ გააქტიურდა: 61-ე წუთზე საჯარიმოში ცრუ მოძრაობებით მცველები ჩამოიშორა და დაარტყა, მაგრამ ოდნავ ააცილა. 77-ე წუთზე ჩვენიანი ელმასით შეცვალეს.

ეს იყო ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი 1 ნოემბრის შემდეგ.

„ნაპოლი“ სეზონში პირველად დამარცხდა, პარალელურად მოიგეს მთავარმა მდევრებმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ნაპოლი“ 41 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და 5 ქულით უსწრებს „მილანს“, ხოლო 7-ით „იუვენტუსს.

მომდევნო მატჩი „ნაპოლის“ ისევ სტუმრად უწევს, 8 იანვარს ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამპდორიასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დუდა სანაძის 15 ქულა კვიპროსის ჩემპიონატში

ლოჩოშვილის კრემონეზემ ბოლო წუთზე წააგო: ლუკამ სრულად ითამაშა