„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია „ნაპოლის“ ორი ფეხბურთელის – ხვიჩა კვარაცხელიას და ვიკტორ ოსიმენის შეძენით. ამაზე Gazzetta dello Sport წერს.
წყაროს ცნობით, ინგლისურ გრანდს ორივეს ყიდვა მინიმუმ 200 მილიონი ევრო დაუჯდება. „წითლები“ აპირებენ ორივე ტრანსფერის 2023 წლის ზაფხულში განხორციელებას. „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელებით აღფრთოვანებულია და მათზე შთაბეჭდილება მოახდინა თუ როგორ ითამაშა დუეტმა ჩემპიონთა ლიგაზე მათ წინააღმდეგ.
ლიგის ჯგუფში მოგეხსენებათ „ნაპოლი“ პირველი ადგილიდან გავიდა, „ლივერპული“ კი მეორე იყო.
„ნაპოლიში“ ჩატარებულ 17 მატჩში კვარაცხელიამ 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მისცა. 23 წლის ოსიმენი კი 10 გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირია.
პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით ოსიმენის სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა, კვარაცხელიასი – 60 მილიონი.
GIPHY App Key not set. Please check settings