in ,

ლეონიდ სლუცკი: კვარაცხელიას ისეთი ცუდი თამაში ჰქონდა, პირველი ტაიმის შემდეგაც უნდა შემეცვალა

გუშინ, რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინი” სტუმრად “ნიჟნი ნოვგოროდს” დაუპირისპირდა და ისევ 1:2 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია “რუბინის” ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ საკმაოდ ცუდი მატჩი ჩაატარა და 52-ე წუთზე შეცვალეს. კვარაცხელიამ ცვლილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა, ხელთათმანი მოისროლა და პირდაპირ გასახდელში გავიდა.

მატჩის დასრულების შედეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა და მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ უკმაყოფილებაც ვერ დამალა.

“ხვიჩა შეცვლით უკმაყოფილო დარჩა და ეს მის ქცევაშიც გამოიხატა, მაგრამ ის ისე თამაშობდა, რომ არათუ 52-ე წუთზე, არამედ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგაც უნდა შემეცვალა. იგი ძალიან ცუდი იყო მოედანზე. მეტს არაფერს ვიტყვი”, – თქვა ლეონიდ სლუცკიმ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეროვნული ლიგის სიმბოლური ნაკრები: Sport4me.ge-ის ვერსია

ვლადიმერ მამუჩაშვილი: იყო მატჩები, როდესაც თამაში არ მიგვდიოდა და გულშემატკივრების მეშვეობით მოვიგეთ