საქართველს ნაკრების წევრმა ლევან შენგელიამ ახალი კლუბი იპოვა. ქართველი შემტევი კარიერას ბელგიის უმაღლესი ლიგის კლუბში გააგრძელებს.
შენგელიას ახალი კლუბი ბელგიური ფეხბურთის გრანდი არ არის, თუმცა ამ დონის ჩემპიონატში გადასვლა მაინც წინ გადაგმული ნაბიჯია.
ქართველის ახალი კლუბი გახლავთ „აუდ-ჰევერლე ლოვენი“. ამ გუნდმა გასულ სეზონში ჩემპიონატში მე-11 ადგილი დაიკავა. წელს კი, ახალი სეზონი გუნდმა ცუდად დაიწყო. ბელგიაში 3 ტური ჩატარდა, „ჰევერლეს“ კი სამივე წაგებული აქვს. იმედია ქართველი ფეხბურთელის მისვლით კლუბი მდგომარეობას გამოასწორებს და ლევანიც სათამაშო პრაქტიკას მიიღებს.
შეგახსენებთ, შენგელია ბოლოს თურქეთში თამაშობდა, „ქონიასფორში“.
სხვადასხვა დროს კი მას უთამაშია გორის “დილაში”, ქუთაისის “ტორპედოში”, ფოთის “კოლხეთში”, ბელგიურ “ტუბიცეში”, კორეულ “დაეჯონ სიტიზენსა” და თბილისის “დინამოში”.
GIPHY App Key not set. Please check settings