in

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. იგი სამხრეთ აფრიკაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხეც ემუქრებოდა, თუმცა სამხრეთაფრიკელი ექიმების დახმარებით, ლევანმა კორონავირუსის დამარცხება მოახერხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს აეროპორტში ბორჯღალოსანთა ექიმი ნუცა შამათავა, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე და მოქმედი მორაგბეები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნების თავკაცს კოვიდ 19 სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონებთან ტესტებისთვის იმყოფებოდა. კორონავირუსი რამდენიმე ბორჯღალოსანსაც დაუდასტურდა, თუმცა, მაისაშვილის მდგომარეობა ძალიან გართულდა, რაც ფილტვების დაზიანებით იყო გამოწვეული. ლევან მაისაშვილი ეროვნულ ნაკრებს მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. ბორჯღალოსნებმა მისი ხელმძღვანელობით 2020 და 2021 წლის რაგბი ევროპის ტიტულები მოიგეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

U21: გულიაშვილის ეფექტური გოლი – საქართველომ რუმინეთთან ფრე ითამაშა

ეროვნული ლიგა და ყველა სპორტული ღონისძიება უმაყურებლოდ განახლდება