მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მე-6 ტურის მატჩში სტუმრად „ფიურტი“ დაამარცხა – 3:1. რობერტ ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა. ამრიგად, შეწყდა პოლონელი გოლეადორის ზედიზედ 15 მატჩში გოლების გატანის სერია.
ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია არგენტინელი ლეო მესი, რომელმაც 2012/13 წლების სეზონში ზედიზედ 21 შეხვედრაში გაიტანა, სულ 33 გოლი.
ამ სამიდან ერთი გოლი გაიტანა ტომას მიულერმა.
ეს 32 წლის გერმანელისთვის 218-ე გოლია მიუნხენელთა რიგებში. ამით ის მესამე ადგილზე გადავიდა კლუბის ისტორიაში. მიულერმა გადაასწრო „ბაიერნის“ ლეგენდა კარლ-ჰაინც რუმენიგეს.
მიულერზე მეტი „ბაიერნში“ გაუტანიათ ლევანდოვსკის (305) და გერდ მიულერს (523).
„ბაიერნმა“ კი ამასობაში ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings