სპორტული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებსაც უცხოურ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი ლეგიონერი ყავთ.
ამ მხრივ პირველ ადგილზე ბრაზილიაა, რომელსაც საზღვარგარეთ 1219 ფეხბურთელი ჰყავს მივლენილი. მეორე ადგილზე საფრანგეთია, მესამეზე კი არგენტინა.
ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად საქართველო აინტერესებს. საქართველო უცხოურ ქვეყნებში მივლენილი 68 ლეგიონერით 49-ე ადგილზეა და ბოლო წლებში ლეგიონერთა ექსპორტით 8%-იანი ვარდნა აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings