გუშინ ევროპის ლიგისა და ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთერთ თამაშში „ყარაბაღი“ სტუმრად „ბაიერთან“ 1:5 დამარცხდა. ლუკა გუგეშაშვილი ისევ სათადარიგო იყო, კარში კი რუსი ანდრეი ლუნევი იდგა, რომელსაც მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა 5 გოლი გაუტანეს. დიახ ის გერმანულ გუნდში 2021-23 წლებში იმყოფებოდა და მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
„ყარაბაღი“ H ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 9 ნოემბერს სახლში „ბაიერთან“ ჩაატარებს.
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „სლოვანი“ საფრანგეთში „ლილთან“ 1:2 დამარცხდა.
ვაისის შეგირდები 68-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
ბრატისლავურ გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავა კი 90+4-ე წუთზე შეცვალეს.
„სლოვანი“ A ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლილს“ 1 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 10 ნოემბერს უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings