in

ლეგენდა წავიდა: ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონებში გაიმარჯვა ოლიმპიადასა და მსოფლიო პირველობებზე, ხოლო 100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. თედიაშვილი ასევე იყო მსოფლიო თასის მფლობელი და მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ის XX საუკუნის მესამე საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.

ლევან თედიაშვილის მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. არის იყო ღირსების ორდენის კავალერი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2005 წლიდან, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გადაწყვეტილებით, ლევან თედიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრია.

სპორტის გარდა, მან ძალები კინოშიც მოსინჯა და დაუვიწყარი სახე შექმნა ფილმში „ხარება და გოგია“. ის ასევე მონაწილეობდა ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“ და კასაბლანკას საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში გაიმარჯვა.

2011 წელს გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალი გალაქტიკო: მბაპეს შემდეგ რეალი ჰოლანდის ყიდვასაც აპირებს

საქართველომ ესპანეთი მეორე ტაიმში გაანადგურა და პირველ ადგილზე გავიდა: ნახევარფინალი თბილისშია – 800 ლელო დავდეთ