ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანს ჯილდო ერევანში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფორმატი შეიცვალა და ამიერიდან საუკეთესო სპორტსმენს, გულშემატკივრების ნაცვლად, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები დაასახელებენ.
თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს – ვინც არ უნდა მიიღოს ხმის მიცემაში მონაწილეობა, რთულია ვინმემ ტალახაძეზე წინ სხვა დააყენოს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლაშა ტალახაძე საუკეთესოდ უკვე საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა აღიარეს.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი დღეს იწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings