in

ლაშამ მსოფლიო ისევ აწია: მსოფლიო რეკორდი და ევროპის ჩემპიონობა მოსკოვში

რა გასაკვირია და ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული! მსოფლიო რეკორდი ქართველისგან მოსკოვში! მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, პლანეტის საუკეთესო ძალოსანმა ატაცში პირველ ცდაზე 211, მეორეზე კი, 217 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალიც გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მესამე ცდაზე თავისივე დაფიქსირებული მსოფლიო რეკორდის გასაუმჯობესებლად წავიდა და 222-კილოგრამიან შტანგას მარტივად გაუმკლავდა.

რაც შეეხება მეორე დისციპლინას. აკვრაში ლაშამ პირველ ცდაზე 245 კგ, მეორეზე 253, მესამე ცდაზე კი, 263 კილოგრამიანი შტანგა აწია. ევროპის რეკორდი გააუმჯობესა და ქართულ დელეგაციას სამი ოქროს მედალი შემატა.
ორჭიდის ჯამში ლაშამ 485 კილოგრამი დააფიქსირა.

მეორე ადგილზე გავიდა სომეხი გორ მინასიანი, რომელსაც ქართველმა 21 კილოგრამით აჯობა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 8 ოქროთი, 4 ვერცხლითა და 1 ბრინჯაოთი დაასრულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფას ფეხბურთელების ვაქცინაციის გეგმა აქვს: ევროპის ჩემპიონატამდე ყველა უნდა აიცრას

ლაშა ტალახაძე: ეს საქართველოს ეძღვნება – წინ უფრო დიდი გამარჯვებებია