in

კრიშტიანუმ ისტორია დაწერა!

“siiiiiuu”- მოგენატრათ? რთულია, ასე არ იყოს და გუშინ, 37 წლის რონალდუმ კიდევ ერთი 360 გრადუსიანი ბრუნი და მისი საქვეყნოდ გავრცელებული აღნიშვნა გვაჩუქა.

კრიშტიანუ რონალდუ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, განის ნაკრების წინააღმდეგ რეაბილიტაცია და დაწერილი ისტორია – 5 სხვადასხვა მუნდიალზე გატანილი გოლი! 16 წელია, რონი უდიდესი სცენის უდიდესი პერსონაჟია და თუკი სადმე, დარაბებს მიღმა საფეხბურთო გაზაფხულია, იქ როსინანტზე ამხედრებულ კრიშტიანუს უნდა ელოდოთ.

რთულია უყურო მოთამაშეს, რომელმაც მცირე ასაკიდან უამრავი მოგონება გაჩუქა. გახსოვს “იუვეს” ფანები, რომლებიც ბუფონის კარის მესამე ჯერზე ამღებ რონალდუს ტაშით ასაჩუქრებენ.

ასევე დაილექა კრიშტიანუ, რომელმაც 2016 წელს, პორტუგალია ფინალამდე მიიყვანა და შემდეგ პაიეტის ფეხი…

და ბოლოს, ლეგენდა ოცნებების თეატრს დაუბრუნდა, სადაც მეორეხარისხოვანი როლის მორგება და სხვა მსახიობებისათვის გრიმის გაკეთება მოსთხოვეს, პასუხმაც არ დააყოვნა.

გუშინ კი პორტუგალიის საოცრად ძლიერმა ნაკრებმა განას ძლივს, 3:2 მოუგო და საქმე რონიმ პენალტის ნიშნულიდან დაიწყო.

წავა მე-6 მუნდიალზეც? – პასუხი უარყოფითია…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

(ვიდეო) MAS QUE NADA: რიშარლისონმა მონუმენტური მნიშვნელობის გოლი გვაჩუქა!

დიდ დიღომში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა