in

(ვიდეო) MAS QUE NADA: რიშარლისონმა მონუმენტური მნიშვნელობის გოლი გვაჩუქა!

“MAS QUE NADA” – კომპოზიცია, რომელიც ყველა თაობის მსმენელს თანაბარად უყვარს და პლუს ვიდეო, რომელიც ბრაზილიურ, ცეცხლოვან სურნელებას აფრქვევს.

ჰოდა, რიშარლისონის გოლზე რთულია ეს მუსიკა არ გაგახსენდეს და თან, ხომ ნახეთ როგორ წაუცეკვეს ბრაზილიელებმა…

სელესაომ დაიწყო ისე, როგორც ყველაზე ტიტულოვან ნაკრებს შეშვენის – ფეერიულად!

კიბატონო, ეს ყველაფერი ბევრ გოლში ვერ ითარგმნა, მაგრამ ის ხარისხი, რომელიც სელესაომ გვიჩვენა, უბრალოდ შთამბეჭდავია!

ოდნავ მძიმე პირველი ტაიმი, როდესაც ნეიმარის ფეხზე დაგეშილი, უხეში და ძლიერი სერბების წინააღმდეგ ყვითლებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, მაგრამ…

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა – BRAZIIILLLL (ცნობილი საკომენტატორო ხმით).

მე-7 აბზაცს მოვადექით და ახლა შევამკოთ დითირამბით მატჩის მთავარი გმირი – რიშარლისონ დე ანდრადე, “ტოტენჰემის” შემტევი, რომელსაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 0 გოლი აქვს და ტიტე გვარიანადაც აკრიტიკეს ფირმინოს დატოვებისა და რიშას წაყვანის გამო.

პირველ გოლზე ბევრს არაფერს გეტყვით, შეუტიეს იხეირეს და თარგმნეს, მაგრამ მეორე? – ამ გოლს სიტყვებით არ გავაუფასურებთ, უბრალოდ დავტკბეთ ვიდეოთი…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შვეიცარიამ მძიმე 3 ქულა მოიპოვა

კრიშტიანუმ ისტორია დაწერა!