in

კრემონეზემ პირველად მოიგო, ლოჩოშვილს არ უთამაშია

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ იტალიის ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო და ეს 24-ე ტურში მოხდა. კრემონელთა მეტოქე ძლიერი „რომა“ იყო, რომელიც ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. შეხვედრა 2:1 დასრულდა.

სამწუხაროდ, სათადარიგოთა შორის მოხვდა ლუკა ლოჩოშვილი.

მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს. სტუმრებმა 71-ზე გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების ნურთი „კრემონეზემ“ 82-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა.

აღვნიშნოთ, რომ მეორე ტაიმის დაწყებისას მსაჯმა რომაელთა მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გააძევა.

24 ტურის შემდეგ „კრემონეზეს“ 12 ქულა აქვს, „სამპდორიას“ (11) გადაასწრო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. გადასარჩენ ზონას კი 8 ქულით ჩამორჩება.

მომდევნო თამაში „კრემონეზეს“ 6 მარტს უწევს სტუმრად „სასუოლოსთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ფიფამ 6 საუკეთესო ქალი დაასახელა, აგერ ყველანი მოედანს მიღმა

კრიშტიანო არაბეთში საუკეთესოა