საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რიგით მე-7 შეხვედრას პრიშტინაში, კოსოვოს ნაკრებთან გამართავს. მატჩის წინ კოსოვოელთა მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
40 წუთი პრიშტინას თავზე: საქართველოს ნაკრების თვითმფრინავს პრობლემა შეექმნა
“კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით და სამსახურიდან გათავისუფლების არასდროს მეშინია. თუ ფედერაცია ამას გადაწყვეტს და საჭიროდ მიიჩნევს, მაშინ კარგი, მაგრამ თუ თანამშრომლობის გაგრძელებას გადაწყვეტს, არც ამ შემთხვევაშია პრობლემა. კონტრაქტის გაფორმების პირველივე დღიდან აშკარა იყო, რომ ყოველი დღე ჩემთვის გადარჩენისთვის ბრძოლა იქნებოდა. ყოველდღიურად, თამაშიდან თამაშამდე გადავრჩი. როგორც მწვრთნელმა ყოველდღიურობით უნდა იცხოვრო, მაგრამ მე აქ უკვე სამ წელზე მეტია ვარ და რომ არ მომწონდეს ჩემი გუნდი ან კმაყოფილი არ ვიყო, ამდენ ხანს არ დავრჩებოდი. თქვენ ამბობთ, რომ არ მიყვარს კოსოვო და ჩემი გუნდი, თუმცა ასე რომ იყოს, აქ 3 წელი გავჩერდებოდი? დღეს, არა მწვრთნელის, არამედ კოსოვოს მომავალია მნიშვენლოვანი. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ კოსოვოს ნათელი და დიდი მომავალი აქვს.
საქართველოსთან სტუმრად მოგების მიუხედავად, მეტოქე უნდა დავაფასოთ, ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვიცით ჩვენი თვისებები, რისი გაკეთება შეგვიძლია, მეტოქე შევისწავლეთ და მჯერა, რომ ხვალ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ერთა ლიგაზე უფრო მეტ გოლს ვიტანდით, თუმცა ჩვენზე სუსტი მეტოქეები გვყავდა, მაგალითად, მალტა და სან მარინო, ახლა კი უფრო რთული მეტოქეების წინააღმდეგ ვთამაშობთ და გოლის გატანა ადვილი არ არის. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოსთან 1:0-ს მოვიგებთ თუ 2:0-ს, მთავარი 3 ქულის მოპოვებაა”, – თქვა კოსოვოელთა დამრიგებელმა.
GIPHY App Key not set. Please check settings