in ,

კოსოვოს მწვრთნელი:საქართველომ ორი მომენტი შექმნა და ორივე გაიტანა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვო შინ საქართველოსთან 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კოსოვოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა მატჩი შეაფასა.

”ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე შეგვეძლო მარცხი თავიდან აგვეცილებინა. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ აქტიურად ვითამაშეთ და ანგარიში გავათანაბრეთ, მეორე გაშვებული გოლის შემდეგ კი დასკვნით 25 წუთში ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში ვდომინირებდით, ვცდილობდით გოლის გატანას, მაგრამ არ გამოგვივიდა. მეტოქე ჩვენს კარს ორჯერ მიუახლოვდა და ორივე მომენტი გოლით დაასრულა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა, მომენტების გამოუყენებლობა ჩვენი პრობლემაა.”-თქვა შალანდმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია დაფრინავს:თოკოს 33 ქულა და რეკორდი ევროლიგაზე

კოსოვოელებს წაგება გაუტყდათ:ბოიკოტი სანიოლის პრესკონფერენციას