კოლეგებმა ანტონიო კონტე სერია ა-ს 2020/2021 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
აწ უკვე „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა, რომელიც მანამდე „ინტერს“ წვრთნიდა, „ოქროს სკამი“ მიიღო. მან ეს ჯილდო მეექვსედ მოიგო, ყველაზე მეტჯერ.
კონტემ 20 ხმა მიიღო და გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე გახდა „მილანის“ მწვრთნელი სტეფანო პიოლი (19 ხმა). მესამე ადგილი დაიკავა „ატალანტას“ ჯან პიერო გასპერინიმ, რომელსაც მხარი 8 კოლეგამ დაუჭირა.
GIPHY App Key not set. Please check settings