საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი და ფეხბურთელობისას გელზენკირხენის „შალკეს“ მოთამაშე ლევან კობიაშვილი გამოცემა fussballtransfers-მა კლუბის 21-ე საუკუნის სიბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ქართველი ფეხბურთელის ადგილი მარცხენა ფლანგზეა.
ამ რჩეულ თერთმეტეულში ბევრი ცნობილი ფეხბურთელია. აი ისინის: ნოიერი – ჰიოვედესი, ბორდონი, რაფინია, კობიაშვილი, გორეცკა, ასამოა, ფარფანი, რაული, ებე სანდი, კლას-იან ჰუნტელაარი.
კობიაშვილმა „შალკეში“ 2003-09 წლებში 233 მატჩი ითამაშა, 17 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი შეასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings