ინგლისის ლიგის თასი ისევ „ლივერპულმა“ მოიგო. იურგენ კლოპმა უწვერული ბიჭები გაიყვანა მოედანზე და ამ ბავშვებით მილიონერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული „ჩელსი“ მაინც დაამარცხა. თამაშის შემდეგ ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელება ეს ფაქტი აღნიშნეს და ქილიკობდნენ კლოპმა ბავშვებით მოიგოო.
ერთადერთი გოლი კი დამატებულ დროში, ვირხილ ვან დეიკმა გაიტანა და თასი „ლივერპულს“ მოუტანა.
ჩელსი – ლივერპული 0:1 (0:0, 0:0, 0:0)
25 თებერვალი, „უემბლი“
0:1 – 118 ვან დეიკი.
„ლივერპული“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ინგლისის ლიგის თასი 10-ჯერ მოიგო („სიტი“ – 8 და „მანჩესტერი“ – 6). ამასთან, „ლივერპულს“ 4 ფინალი აქვს წაგებული.
„ლივერპულის“ მეკარე კელეჰერმა 9 სეივი გააკეთა და 3 გოლი აარიდა საკუთარ გუნდს.
„ჩელსი“ პირველი კლუბია, რომელმაც ინგლისური თასების ზედიზედ 6 ფინალი წააგო
„ჩელსი“ 9 მატჩია „ლივერპულს“ ვერ უგებს – 2021 წლის მარტიდან.
კლოპმა მოიგო მე-8 ტიტული „ლივერპულში“ და მე-13 სამწვრთნელო კარიერაში.
იურგენ კლოპი: „სრული სიგიჟე, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ახალგაზრდა ბიჭები გაუმკლავდნენ ამოცანას. ეს მართლაც მაგარი იყო!
ინგლისელები ამბობენ, რომ ბავშვებით ვერაფერს მოიგებ. არ ვიცოდი! ეს ყველაზე განსაკუთრებული ტროფეია ჩემს 20+ კარიერაში, რაღაც განსაკუთრებული“.
მაურისიო პოჩეტინო: „ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ ეს ტკივილი. 90 წუთის შემდეგ გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ძალები გველეოდა“.
GIPHY App Key not set. Please check settings