in ,

ილია თოფურიამ სანტიაგო ბერნაბეუზე ქამარი წარადგინა და რეალის თამაში გახსნა

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „სევილია“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.

ეს შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესო იმით იყო, რომ დააფასეს UFC-ის ახალი ჩემპიონი ილია თოფურია. წარმოშობით ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი წარადგინა და სიმბოლურად თამაშში ბურთი შეიყვანა.

შეგახსენებთ, 18 თებერვალს, UFC 298-ზე, ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ეს წარმატება ესპანეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლს „რეალმა“ მიულოცა. თავად სპორტსმენმაც განაცხადა, რომ მასთან ყველაზე ახლოს სწორედ „რეალის“ ფასეულობებია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კლოპმა ბავშვებით ლიგის თასი მოიგო: ლივერპულს 10 თასი აქვს

ცხადაძე აზერბაიჯანში დაბრუნდა და გაბალა ჩაიბარა: ამოცანა ცხადია