ავსტრიის ჩემპიონატში ლამის ფინალური მატჩი გაიმართა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „ზალცბურგს“ დაუზავდა – 2:2.
ქართველი ნახევარმცველი ძირითადში იყო, მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 69-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენიანის თამაში Sofascore-მ 6.9 ქულით შეაფასა, Flashscore-მა – 6.8-ით.
3 ტურით ადრე „შტურმი“ „ზალცბურგს“ 3 ქულით უსწრებს, პლუს თასის ფინალშიცაა.
მცველების პირველი გოლები, ბუდუს მაღალი შეფასება – ლეგიონერები
ნიკა კვეკვესკირის „ლეხმა“ პოლონეთის ჩემპიონატში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ უმასპინძლა – 0:0.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. კვეკვესკირმა 60 წუთი ითამაშა, ხოლო კაკაბაძემ სრულად (43-ე წუთზე გააფრთხილეს).
სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანი“, რომელმაც ჩემპიონობა უკვე მოიპოვა, „დუნაისკა სტრედას“ ესტუმრა და 3:5 დამარცხდა. ჯაბა კანკავა დაასვენეს, ხოლო გურამ კაშიამ მეორე ტაიმი ითამაშა.
აპოელი“ ნიქოზიურ დერბიში „ომონიას“ ესტუმრა, დაძაბულ შეხვედრაში 0:1 დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა.
ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.
ქვილითაიას პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა: გიორგი კარის წინ მარტო აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.
ესპანეთში ითამაშა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომლის “ლევანტე” 0:1 დამარცხდა “კარტახენასთან”. ქართველი ნახევარმცველუ 73-ე წუთზე შეცვალეს და 6.6 დაუწერეს.
ესპანეთშივე, გიორგი მამარდაშვილი დღეს საღამოს სტუმრად „ბარსელონას“ შეტევის გამკლავებას ეცდება.
GIPHY App Key not set. Please check settings