in

კინაღამ ჭკუიდან გადავედი: მიქაუტაძემ ამსტერდამული პერიოდი გაიხსენა და საფრანგეთში ღიმილი დაიბრუნა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „აიაქსიდან“ იჯარის წესით „მეცში“ თამაშობს, პოპულარულ ფრანგულ გამოცემა „ეკიპს“ (l’equipe) ინტერვიუ მისცა და ამსტერდამულ გუნდში გატარებული პერიოდი ცუდად გაიხსენა:

„ორ თვეზე მეტი სასტუმროში გავატარე, ოთახში მარტო ვიყავი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. კლუბი ბინის მოძებნაში არ დამეხმარა. შემდეგ Airbnb-ზე საცხოვრებელი ფართი ვიქირავე, სადაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.

იქ არავის არ ვიცნობდი, მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი, წარმატების მისაღწევად პირობები არ მქონია. ყველა ფეხბურთელი თავს პატივისცემას უნდა გრძნობდეს. ეს მოთამაშისთვის აუცილებელია. იმედგაცრუებული ვიყავი. რაც „მეცში“ იჯარით წამოვედი, ჩემი ამბავი საერთოდ არ უკითხავთ. „აიაქსში“ ყველამ დამივიწყა“.

როგორც გამოცემა წერს, ქართველმა ფეხბურთელმა საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ღიმილი დაიბრუნა.

მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ 7 გოლი გაიტანა და ფრანგული მედია მისი თამაშით აღფრთოვანებულია. გიორგიმ აღნიშნა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდი ლიგა 1-ში დარჩეს, „მეცი“ ჩემი მეორე სახლიაო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო ყველაზე კარგი იყო: ნოლები ქართულ მატჩებში – ლეგიონერები

მიქაუტაძემ მეცს 6-ქულიანი მატჩი მოაგებინა