in

კილიან მბაპე: მარტინესი? ეს, ჩემი საქმე არ არის

დასრულებულმა მუნდიალმა არაერთი მოგონება დალექა. ცხადია, ლეო მესის თასით ხელში ხილვას ვერაფერი გადაფარავს, მაგრამ ექსპრესიულობასა და სითამამეში გაწაფულმა ემილიანო მარტინესმა მაინც მოახერხა ობიექტივში ყოფნა.

საგმირო საქმეები, ზედიზედ მოგებული პენალტების სერია, საოცარი სეივი 123-ე წუთზე და ა.შ მარტინესის სპორტული მხარეა, რომელიც ამჯერად აქტუალური არ არის.

საინტერესო იყო ბუენოს აირესის ქუჩებში მომხდარი ამბავი, როცა მარტინესმა თასს მბაპეს სახე შემოაცვა და მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

“ეს, მე არ მეხება. არ მსურს, რომ ენერგია ასეთ რამეზე დავხარჯო” – ასეთი იყო მბაპეს კომენტარი, რომელიც საქმეში უკვე დაბრუნდა და გუშინ “სტრასბურთან” გამარჯვების გოლიც გაიატანა.

ჰო, “ასტონ ვილას” ახალმა დამრიგებელმა, უნაი ემერიმ ასეთი რამ თქვა: “რთულია, შეიკავო ემოცია, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდი, მაგრამ შემდეგ კვირაში ემის რამდენიმე აღნიშვნაზე დაველაპარაკები”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰოლანდმა უკვე 20 გოლი მოაგროვა! რეკორდების წერა გრძელდება…

კოდი გაკპო: “ლივერპული” იდეალური ადგილია!