in

კოდი გაკპო: “ლივერპული” იდეალური ადგილია!

“ლივერპულმა” კოდი გაკპო წარადგინა. 42 მილიონიანი გარიგება გაოფიციალურდა და მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაც მერსისპირეთში აღმოჩნდა.

გუშინ კი მისი წარდგენა და პირველი ინტერვიუ იყო:
“უბედნიერესი ვარ. სასწრაფოდ მინდა ვარჯიშის დაწყება და თამაში. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადმოვედი, რომელიც სუპერვარსკვლავებით არის გადაჭედილი.

მოუთმენლად ველი “ენფილდზე” მატჩს, რადგან სტადიონის ატმოსფეროს შესახებ არაერთი ლეგენდარული ისტორია მსმენია.

ვან დაიკი? ცხადია, ჩემი კაპიტნის როლი უდიდესი იყო. მან დამირეკა და მითხრა, რომ “ლივერპული” ჩემნაირი ამბიციური ადამიანისთვის იდეალური ადგილია. მითხრა, რომ აქ ოჯახია და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მე ოჯახის კაცი ვარ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კილიან მბაპე: მარტინესი? ეს, ჩემი საქმე არ არის

დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა