კონფერენსლიგაზე ორმა ქართულმა გუნდმა ითამაშა. ერთი უპრობლემოდ გავიდა, მეორე კი დასანანად გამოვარდა. ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა.
პოზნანის „ლეხმა“ კონფერენსლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა შვედეთში „იურგარდენთან“ გამართა, 3:0 მოიგო (პირველი მატჩი 2:0) და მეოთხედფინალში გავიდა.
პოზნანელთა ძირითად შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ იყო, თუმცა ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, აი გიორგი წიტაიშვილი კი განაცხადშიც ვერ მოხვდა.
90+2-ე წუთზე კვეკვესკირმა გოლი გაიტანა და „ლეხი“ კიდევ უფრო დააწინაურა, რამდენიმე წამში კი ნიკას საგოლე პასით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
sofascore-მა 30 წლის ქართველ ლეგიონერს 10-ბალიანი სისტემით 8,4 დაუწერა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
ბრატისლავის „სლოვანი“ შვეიცარიულ „ბაზელს“ შეხვდა. პირველი მატჩის მსგავსად, ესეც 2:2 დასრულდა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში „ბაზელმა“ გაიმარჯვა – 4:1.
სამივე ქართველი – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე – ძირითად შემადგენლობაში იყო.
ბრატისლაველები სწრაფად დაწინაურდნენ. მე-17 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ.
მეორე ტაიმში, ჩაკვეტაძის პასის შემდეგ აბუბაქარი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. სტუმრებმა ანგარიში ძირითადი დროის ბოლო წამებზე გაათანაბრეს.
GIPHY App Key not set. Please check settings