„ნაპოლიმ“ მეორე საკონტროლო თამაშიც მოიგო, ამჯერად „პერუჯა“ დაამარცხა 4:1. ძირითადში იყო და მე-5 წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მატჩის შემდეგ გუნდის მთავრმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმაც შეაქო.
ხვიჩამ ისევ გაიტანა, თანაც ბრწყინვალე გოლი
„ბურთის ფლობაში კარგები ვიყავით და ეს ხარისხი პირველ ტაიმში კვარამ მოგვცა. ის შესაფერისი შემცვლელია ისეთი ტოპ მოთამაშისთვის, როგორიც ინსინიეა.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ზოგიერთი მოთამაშის დამატებაზე, მაგრამ სავარაუდოდ ბაზარზე ბევრი გარიგება ბოლო წუთს დაიდება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანი გრძელდება მოლაპარაკებები. გვჯერა იმ გარიგებების, რომელაც ვაპირებთ.
აშკარაა, რომ გულშემატკივრებს სურთ ნახონ ხარისხი. ამის გაკეთების მხოლოდ ერთი პირობაა – ხასიათის და შესაძლებლობების წარმოჩენა მოედანზე“ – წერია სპალეტის კომენტარი „ნაპოლის“ ოფიციალურ საიტზე.
GIPHY App Key not set. Please check settings