ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შოუ დადგა იტალიაში. სწორედ ქართველის გოლით მოიგო „ნაპოლიმ“ რომში, ძალიან ძლიერ მეტოქესთან და „ლაციოს“ 2:1 დამარცხებით სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზეა.
მატჩის შემდეგ ტრადიციულად კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„მე ვნახე ძალიან კარგი თამაში და გუნდი, რომელმაც აჩვენა, რომ იციან როგორ იყვნენ ერთიანი“, – აღნიშნა სპალეტიმ „ლაციოსთან“ წარმატების გაანალიზებისას.
“ჩვენ სწორ გზაზე ვართ, ბიჭებმა გააკეთეს ის, რაც ჩვენ ნავარჯიშები გვქონდა. ჩვენ ძალიან კარგები ვიყავით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბურთს ვკარგავდით.”
კიმისა და კვარას შესახებ:
“ორი გამორჩეული ბიჭია. მადლობას ვუხდი კლუბის სკაუტებს, რადგან მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადეს.
კვარა კი მორცხვი ბიჭია, რომელიც თავშეკავებული ჩანს, მაგრამ როცა მოედანზე გადის, მთელ თავის ხასიათს და უპირველეს ყოვლისა ნიჭს ავლენს“.
ოთხშაბათს „ლივერპულით“ იწყება ჩემპიონთა ლიგა:
„ევროპული გზის დაწყება მომხიბლავია. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერ გუნდებს დავუპირისპირდეთ. უნდა გამოვავლინოთ ხასიათი, რომ შევძლოთ თამაში ყველასთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings