in ,

კვარაცეცხლია: ხვიჩას სუპერმატჩი – გოლი, მომენტები და ნაპოლი ისევ ლიდერია

სერია ა-ს მე-5 ტურის შეხვედრაში „ნაპოლი“ რომში „ლაციოს“ ესტუმრა და 2:1 მოუგო. გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ისედაც, ჩვენიანმა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

საერთო ჯამში, „ნაპოლიმ“ და ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა და ეჭვქვეშ არ დაუყენებია წარმატება, მეტოქეს ბევრი არაფერი გააბედინა, თავად კი ბლომად ქმნიდა ხიფათს.

შესანიშნავი, შესაძლოა საუკეთესო იტალიური მატჩი ჩაატარა ძირითადში დაბრუნებულმა კვარაცხელიამ. ხვიჩა ძალიან აქტიური და ეფექტიანიც იყო. დაცვაშიც ჩადიოდა, ართმევებზეც თამაშობდა, პასებში თითქმის არ შემცდარა, დრიბლინგები ბუნებრივია სცადა, საგოლე მომენტებიც ჰქონდა და რაც მთავარია ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო.

ანგარიში მასპინძლებმა სწრაფად გახსნეს. მე-4 წუთზე ძაკანიმ აიღო სტუმართა კარი.

პირველ ტაიმში, ალბათ გაშვებული გოლის გამოც, უპირატესობა „ნაპოლისკენ“ გადავიდა. სტუმრები უფრო მეტად აკონტროლებდნენ ბურთს.

34-ე წუთზე ხვიჩამ მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოსკენ დაიძრა, ჩვეულად ბურთი მარჯვენა ფეხზე მოიგდო, მაგრამ ძლიერად ვერ დაარტყა და მეკარემ აიღო.
ორ წუთში კი სუპერმომენტი შექმნა: შუასკენ შეიწია, მეტოქეს საოცარი ფინტით გასცდა – ბურთს ფეხი გადაატარა, ზურგით მოტრიალდა და ბურთს წინ დახვდა, მოწინააღმდეგე სადღაც გავარდა – უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

იქვე ნეაპოლელებმა კუთხური მოიპოვეს, ჩაწოდებულზე თავით ყველას კორეელმა მცველმა კიმმა აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

This image has an empty alt attribute; its file name is FbwU8tgWAAMs93a-1024x652.jpg

მეორე ტაიმი „ნაპოლის“ შეტევებით დაიწყო და რომაული პუბლიკა ერთობ უკმაყოფილო უყურებდა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.

51-ე წუთზე ძალიან კარგი შანსი მიეცა ქართველს. კართა 6-7 მეტრში იდგა, მარჯვნიდან ჩაწოდებულს ფეხი დაუხვედრა, მაგრამ ბურთი ზემოდან გადაცდა კარს. უბრალოდ, გასწვრივი ჩაწოდებული იყო ძლიერი და ამიტომაც წავიდა ბურთი მაღლა.

ხვიჩამ მალევე გამოასწორა. 61-ე წუთზე ანგისას ასევე მარჯვნიდან ჩაწოდებულზე, თითქმის საჯარიმოს ხაზთან დახვდა და მიუხედავად იმისა, რომ მცველები უშლიდნენ ხელს, ერთი შეხებით უძლიერესი დარტყმით გახვრიტა „ლაციოს“ კარი.

68-ე წუთზე კვარაცხელია რასპადორიმ შეცვალა.

ამ გამარჯვებით “ნაპოლიმ” პირველი ადგილი შეინარჩუნა – გუნდს 3 მოგება, 2 ფრე და 11 ქულა აქვს. მომდევნო მატჩი “ნაპოლის” ჩემპიონატში 10 სექტემბერს უწევს “სპეციასთან”. თუმცა მანამდე, 7 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” თამაშია.

კვარა ცეცხლია – ეს ნაპოლის ფბ-მ დაწერა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოდიში: თუ გვსურს მოვიგოთ, უნდა ვიბრძოლოთ, დღეს ბრძოლაც არ იყო – ზუროსი

კვარა მორცხვია, მაგრამ მოედანზე ხასიათს ავლენს: სპალეტი