რუსეთის პრემიერლიგა ზამთრის შესვენებაზეა. რუსულმა გამოცემამ კი, ყაზანის “რუბინს” და ამ გუნდის ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძრვნა.
სტატიაში წერია, რომ კვარაცხელია ზაფხულში ჩაშლილი ტრანსფერის გამო, ერთგვარ დეპრესიაშია და ხვიჩას ეს ცუდი განწყობა მთელ გუნდზე გადამდებია.
“გასულ ზაფხულს ყველას ესმოდა, რომ რუბინის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია “რუბინიდან” წამყვან ევროპულ ჩემპიონატში გადადიოდა. რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ, იგი სხვადასხვა კლუბის წევრებადაც ჩათვალეს. ეს საუბრები უშედეგო აღმოჩნდა და აგერ კვარაცხელია, ისევ ყაზანელთა რიგებშია. როგორც ჩანს, ზაფხულში ვერშემდგარი ტრანსფერის გამო, ხვიჩა იმედგაცრუებული დარჩა. მას ფეხბურთის თამაში ისევ შეუძლია და ეს საქართველოს ნაკრების შვედეთთან თამაშიც დაამტკიცა, მაგრამ როგორც ჩანს ხვიჩას “რუბინში” მოტივაცია აკლია და მან ეს გუნდი მალე უნდა დატოვოს. ეს მითვისაც კარგი იქნება და “რუბინისთვისაც”, – წერს რუსული გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings