in ,

კვარაცხელია უფრო იტანჯება, ვიდრე თამაშობს: ხვიჩა ტურის ანტისიმბოლურშია

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას ცუდი პერიოდი უდგას. იგი ყაზანის “რუბინში” ვეღარაა ისეთი კაშკაშა, როგორიც გასულ სეზონში.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები მის საუკეთესოებში ხილვას მივეჩვიეთ, მაგრამ ამჯერად კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ანტისიმბოლურში, ანუ ტურის ყველაზე ცუდ ფეხბურთელებს შორის მოხვდა. ტურის ანტისიმბოლური რუსულმა ვებგვერდმა Soccer.ru-მ შეადგინა.

ვებგვერდი კვარაცხელიას შესახებ შემდეგს წერს.

“გასულ სეზონში კვარაცხელია შეუჩერებელი იყო. ზედიზედ ორი წელი ხდება რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. ზაფხულში მას ევროპულ ჩემპიონატში წასვლის იმედი ჰქონდა, თუმცა “რუბინში” დარჩა და წლევანდელ სეზონში უფრო იტანჯება, ვიდრე თამაშობს.

გასულ ტურში “ნიჟნი ნოვგოროდთან” შეხვედრაში კვარაცხელია ძალიან ცუდი იყო და თავის ქომაგებს იმედები ისევ გაუცრუა. იგი 52-ე წუთზე შეცვალეს და ამ დროის განმავლობაში მას ზუსტი დარტყმაც არ ჰქონია”, – წერს რუსული გამოცემა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბუაშვილის დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ტორესის ატლეტიკოსთან შედგა

ვლადიმირ ვაისი: კანკავა საუკეთესო პროფესიონალია ვისთანაც მიმუშავია, იგივეს ვიტყვი კაშიაზე