ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჯერ ისევ ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავს, რუსეთის პრემიერლიგის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გროზნოს “ახმატთან” შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო, შეუცვლელად ითამაშა და მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე აშკარად გამორჩეული იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
საიტმა ФНК-ამ ქართველი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ შეიყვანა.
“ხვიჩა ზედიზედ მეორე ტურია, ჩვენს სიმბოლურ გუნდში ხვდება. ახმატთან მატჩის პირველ ტაიმში ქართველ ვინგერს თამაში, როგორც მთელ გუნდს, აშკარად არ გამოსდიოდა. დაცვითი ფორმაციის მქონე გროზნოს გუნდის ფეხბურთელები ყრუდ კეტავდნენ ფლანგებს, რის გამოც კვარაცხელიას თავისუფალი სივრცე პრაქტიკულად არ ჰქონია.
სამაგიეროდ, მეორე 45 წუთი იქცა რუბინის ლიდერის შოუდ. შელიას გაძევების შემდეგ, ახმატი იძულებული გახდა, 5-4-1 სქემიდან 5-3-1-ზე გადაწყობილიყო. მოედნის ცენტრის გამაგრების სანაცვლოდ, გროზნოელებმა ფლანგები დათმეს, რითაც ხვიჩამ სარგებლობა დაიწყო. კვარაცხელია თავისი საფირმო დრიბლინგით მეტოქეებს თავბრუს ახვევდა და აიძულებდა, წესები დაერღვიათ და ყვითელი ბარათები მიეღოთ.
ხვიჩამ 5-ჯერ დაარტყა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გუნდის კარში. მართალია, ქართველმა ფეხბურთელმა გატანა ვერ მოახერხა, ერთხელ კი ბურთი მელიხოვის კარის ძელს გაარტყა, მაგრამ თავისი აქტიურობით უდიდესი წვლილი შეიტანა რუბინის რთულ გამარჯვებაში.
ფაქტია: კვარაცხელიამ 7 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, რაც მე-3 ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ყველა ფეხბურთელს შორის”, – წერს საიტი.
ხვიჩას აგენტმა იუვენტუსის და ტოტენჰემის ინტერესი დაადასტურა და კიდევ 8 გუნდი ჩამოთვალა
GIPHY App Key not set. Please check settings