საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა.
ბათუმელები ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინს” დაუპირისპირდნენ და საკმაოდ დაძაბულ, უხვგოლიან შეხვედრაში ფრეს დასჯერდნენ – 2:2.
ბათუმის “დინამოს” რიგებში ორივე გოლი ჯაბა ჯიღაურის ანგრიშზეა. ყაზანელთა შემადგენლობაში ითამაშა კვარაცხელიამაც, რომელსაც რამდენჯერმე გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ არ გაატანინა.
GIPHY App Key not set. Please check settings