კიდევ ერთი ძალიან მაგარი და სასიამოვნო ინფორმაცია ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს. ქართული ფეხბურთის იმედის ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით ინტერესს იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდი “იუვენტუსი” იჩენს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “Tuttosport” ავრცელებს.
როგორც გამოცემაში ვკითხულობთ, “ბებერი ქალბატონი” აქტიურად ადევნებს თვალს “ჯენოას” უზბეკ შემტევ ელდორ შომუროდოვსა და ყაზანის “რუბინის” ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას.
“კვარაცხელია მაღალი დონის გარემარბია. ქართველი 20 წლის ტალანტია და ბრწყინვალე ტექნიკური და ფიზიკური მონაცემები აქვს: ის იდეალურად შეესაბამება კლუბის მიერ წამოწყებულ ახალგაზრდულ პროექტს და ე.წ “პარატიჩის სტილის” ტრანსფერი იქნება. “იუვენტუსი” დაინტერესებულია, მაგრამ ერთადერთი გუნდი არ არის, რადგან ასევე ძალიან აქტიურობენ “მილანი” და “ბაიერნი”,– წერს გამოცემა ქართველის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩათი ინტერესი “ატალატნამ” და “ინტერმაც” გამოთქვეს, მაგრამ რუსული გუნდის სპორტულმა დირექტორმა რუსტევ საიმანოვმა ამ ორი გუნდის ინტერესი უარყო.
GIPHY App Key not set. Please check settings