in ,

ნაპოლიში გადასვლა უფრო გამართლებული იყო, ვიდრე იუვენტუსში: ხვიჩას აგენტი

აგენტი ჯენარო დი ნარდო, რომელიც მონაწილებას იღებდა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლაში, ყვება, რომ ქართველი ვინგერი შესაძლო იყო „იუვენტუსში“ აღმოჩენილიყო.

„ფეხბურთელს ყურადღება მიაქცა „იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა. მოლაპარაკებები წინ წაიწია. მაგრამ „ნაპოლის“ არჩევანი უფრო გამართლებული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერის განვითარებისთვის“, – მოყავს აგენტის სიტყვები Corriere dello Sport-ს, რომელიც Radio Kiss Kiss-ს დაეყრდნო.

21 წლის კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ თამაში საუცხოოდ დაიწყო და უკვე გადარია ნეაპოლელები – 5 მატჩში ჩვენიანს 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტის შემადგენლობა ყველაზე მეტი დაუჯდა: რეიტინგი

დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთსა და პორტუგალაიში ჩატარდება