in ,

კვარაცხელია ევროპაში მეორეა: ხვიჩა ჰაალანდს უსწრებს

გერმანული გამოცემა Soccer manager games საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს. ქართული ფეხბურთის იმედი ხვიჩა ვარაცხელია 20 წლამდელ ფეხბურთელებს შორის მიმდინარე სეზონში შედგენიანი პასების რაოდენობით ევროპაში მეორეა.

სიას ტრნავის “სპარტაკის” 19 წლის ბრაზილიელი შემტევი საიმონ კაბრალი ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ამ მაჩვენებლით ერლინგ ჰაალანდს უსწრებს. ნორვეგიელი ვუნდერკინდის ანგარიშზე 7 პასია.

ყაზანის “რუბინის” ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში 20 წლამდე ფეხბურთელებს შორის შედეგიანი პასების მიხედვით მხოლოდ ერთ მოთამაშეს ჩამორჩება. ამ საინტერესო სტატისტიკას Soccer Manager Games აქვეყნებს.

ამ დროისთვის, 20 წლის კვარაცხელიას აქტივში 8 ასისტია და ასეთივე მაჩვენებელი აქვთ უნგრელ დომინიკ სობოშლაის (20 წლის, ლაიპციგი), ჩეხ ადამ ჰლოზეკს (18, სპარტა), გერმანელ კარიმ ადეიმისა (19. ზალცბურგი) და ხორვატ მარკო ბულატს (19, შიბენიკი), ერთპიროვნული ლიდერი კი ტრნავის სპარტაკის 19 წლის ბრაზილიელი საიმონ კაბრალია. მას 10 პასი გააჩნია. სათქმელია ისიც, რომ ხვიჩა დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელ ვარსკვლავს ერლინგ ჰაალანდს 1 პასით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ 18 აპრილს, “ურალთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (1:0) ბარძაყის კუნთი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო. მის დაბრუნებას პრემიერლიგის გასულ ტურში ტულის “არსენალთანაც” ელოდნენ, მაგრამ განაცხადში ვერ მოხვდა.

რუსეთის ჩემპიონატის გასული 29 ტურის შემდეგ, ყაზანის “რუბინს” 52 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და რომელიმე ევროთასზე გასვლის კარგი შანსი გააჩნია. ყველაფერი 16 მაისს ბოლო ტურში გაირკვევა, როდესაც ყაზანელები ვოლგოგრადის “როტორს” უმასპინძლებენ. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონის 23 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. როგორც აღვნიშნეთ, მის ანგარიშზე 8 საგოლე პასიცაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კახი კალაძე: 1981 წლის 13 მაისს დინამოს სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა

კარლ ცეისის ლეგენდა: გდრ-ში საერთოდ არ იცოდნენ თბილისი – დინამოს ყიფიანის სახით მოედანზე დირიჟორი ჰყავდა