ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში უდიდესი ალბათობით იტალიურ “ნაპოლის” შეუერთდება და ნეაპოლელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ქართველს “ნაპოლიში” ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს. ინფორმაციას corrierodellosport ავრცელებს.
“ნაპოლიმ” ჩემპიონატში ბოლო 3 მატჩი წააგო (ბოლოს “ემპოლისთან” 2:3, როდესაც 2:0-ს იგებდა) და სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოშორდა, რის გამოც კლუბის პრეზიდენტი დე ლაურენტისი შედეგებით უკმაყოფილოა და ლუჩიანო სპალეტის გუნდიდან წასვლასაც განიხილავს.
წყაროს ცნობით, “ნაპოლიში” სპალეტის შემცვლელად “ფიორენტინას” მწვრთნელ ვინჩენცო იტალიანოსა და დონეცკის “შახტარის” მწვრთნელ რობერტო დე ძერბის კანდიდატურებზე ფიქრობენ.
სპალეტის “ნაპოლისთან” მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings