საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში არცთუ კარგი პერიოდი უდგას. როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ევროპაში ჩაშლილმა ტრანსფერმა კვარაცხელიას დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა. ამას ტრავმაც დაემატა და ის იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ელიან. ასევე, რუსულ მედიაში წერენ იმასაც, რომ.ქართველ ფეხბურთელს ლეონიდ სლუცკისთანაც დაეძაბა ურთიერთობა.
რუსული ვებგვერდი championat.com წერს, რომ მოსკოვის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ შეხვედრა კვარაცხელიასთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
” ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სკანდალურად დატოვა “ლოკომოტივი” კვლავ ითამაშებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ქართველი ფლანგის შემტევისთვის ეს უპრინციპულესი მატჩი იქნება, განსაკუთრებულად კი ლეონიდ სლუცკისთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე. ხვიჩას სჭირდება უკეთესი შეხვედრის ჩატარება მითუმეტეს “ნიჟნი ნოვგოროდთან” ცუდი მატჩის შემდეგ. დროა შეწყვიტოს “გლოვა” ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო. “-წერს გამოცემა
GIPHY App Key not set. Please check settings