რუსეთის პრემიერლიგის 2-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინი” მოქმედ ჩემპიონს და ლიდერ “ზენიტს” დაუპირისპირდა და საკმაოდ მოულოდნელად 2:1 მოუგო. სხვათა შორის, „რუბინმა“ „ზენიტი“ სეზონის ორივე მატჩში დაამარცხა. პირველად 8 წლის განმავლობაში.
კვარაცხელია ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და რამდენიმე სახიფათო ფლანგური გარღვევაც განახორციელა. ხვიჩამ განსაკუთრებით “ლივერპულის” ყოფილი მცველი დეიან ლოვრენი გააწამა და ყვითელი ბარათიც აკიდა.
4 წთ – პირველი დარტყმა. ხვიჩა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა. გასცდა ბარიოსს და საჯარიმოს გარედან კარს მაღლიდან გადააცილა.
25 წთ – „რუბინის“ კონტრშეტევა. ხვიჩამ მცველები გაიარა, მაგრამ დესპოტოვიჩი ვეღარ მოძებნა პასის მისაცემად.
31 წთ – კარავაევი ხვიჩას დაეჯახა, კვარაცხელია ყვირილით დაეცა.
49 წთ – ხვიჩამ ფინტები დაიწყო. მაგრამ ამას შედეგი არ მოყოლია.
54 წთ – კონტრშეტევა. ხვიჩა და დესპოტოვიჩი 4 მეტოქის წინააღმდეგ გარბიან. ქართველმა ჩააწოდა, მაგრამ შეაყოვნა და შეტევაც ჩაიშალა.
74 წთ – გაზონზეა კუზიაევი. მას ფეხში ხვიჩამ ჩაარტყა. დაინიშნა სახიფათო ჯარიმა, რასაც გოლი მოყვა.
77 წთ – ლოვრენი ძალიან უხეშად ეთამაშა ხვიჩას და ყვითელი ბარათიც მიიღო.
ყაზანელებმა 41-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. სერბმა თავდამსხმელმა 1:0 ჯორჯ დესპოტოვიჩმა პენალტი გამოიყენა. მეორე ტაიმში „ზენიტი“ ბევრს უტევდა და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, რაც 75-ე წუთზე მოახერხა. “რუბინს“ მონდომება მაინც დაუფასდა. 90+2-ე წუთზე დენის მაკაროვმა პეტერბურგელთა კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ „ზენიტელმა“ ძიუბამ პენალტი ვერ გამოიყენა 99-ე წუთზე.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. „ზენიტს“ სათამაშო კომპლექტი პეტერბურგში დარჩა და ჩარტერული რეისით სასწრაფოდ ჩამოტანა გახდა საჭირო. ძლივს, მაგრამ თამაშს მოუსწრეს. ეს უყურადღებობა კლუბს 2-4 მლნ რუბლი დაუჯდება.
21 ტურის შემდეგ, “რუბინს” 34 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.
ტორინო, სასუოლო, უდინეზე: სად წავა კვარაცხელია
მზადაა თუ არა რუბინი ხვიჩას გასაყიდად: როდის და რამდენად
რუბინის დირექტორი: ხვიჩა Top ლიგებისთვის ჯერ ადრეა
GIPHY App Key not set. Please check settings