დღეს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა. 1981 წლის 13 მაისს თბილისის “დინამომ” მნიშვნელოვანი ევროპული საფეხბურთო ტიტული და სამწუხაროდ, ჯერჯერობით, უკანასკნელი მოიპოვა.
ქართული ფეხბურთის ამ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის სხდომაზე საქართველოს ყველადროის ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ ისაუბრა.
“დღეს არის 13 მაისი და ყველას გვახსოვს 1981 წლის ეს დღე, როდესაც თბილისის “დინამომ” თასების თასზე ფინალში გაიმარჯვა. ეს მართლაც უდიდესი გამარჯვება იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში და მე მინდა ყველა დინამოელს, ყველა გულშემატკივარს და მთელს საქართველოს მივულოცო ეს დიდებული დღე. ძალიან დიდი მადლობა ფეხბურთელებს ამ დღისთვის. მათ ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერეს”, – განაცხადა კახი კალაძემ.
გვიყვარხართ და გვეამაყებით! დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა
GIPHY App Key not set. Please check settings