in

კახი ასანიძემ ახალგაზრდულ ევროპაზე 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა

ფინეთში მიმდინარე 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის ვაჟმა კახი ასანიძემ 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-73 კილორგამამდე წონით კატეგორიაში ატაცში ასანიძემ 143, 145 კილოგრამიანი შტანგები აწია და 148 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, რაც ამ დისციპლინაში მესამე შედეგი აღმოჩნდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც ორი ცდა გამოიყენა. მან 170 და 174 კილოგრამიანი შტანგები აწია, 178 კგ-ს კი ვერ გაუმკლავდა. ეს მეორე შედეგი გახლდათ.

ორჭიდის ჯამში კახი ასანიძემ 320 კილოგრამი დააფიქსირა და აქც ვერცხლის მედალი ერგო. პირველ ადგილოსან პოლონელ ძალოსანთან მან მხოლოდ კილოგრამი წააგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თემურ სამხარაძე ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონია

მარკოიშვილი ევროლიგის გუნდში იმუშავებს: მანუ მონაკოს სამწვრთნელო შტაბში იქნება