საქართველოს ნაკრების კაპიტნები გურამ კაშია (ამჟამინდელი) და ჯაბა კანკავა (ყოფილი) ბრატისლავას “სლოვანის” შემადგენლობაში სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ.
ქართველი ფეხბურთელები ვლადიმირ ვაისის გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ და მათი გარჯა დააფასეს კიდეც.
ქართველი ფეხბურთელები სლოვაკეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.
გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. ჯაბა კანკავამ კი, 25 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings