საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებთან ფრე 1:1 ითამაშა. გარდა იმისა, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველომ პირველი თამაში არ წააგო, ეს მატჩი სხვა მხრივაც იყო გამორჩეული.
პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ ეროვნული გუნდის მაისურით 84-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ქართველ ფეხბურთელს, ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებულ კახი კალაძეს გადაასწრო.
გურამ კაშიას ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი სწორედ დღევანდელ დღეს, 2009 წლის 1 აპრილს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს წინააღმდეგ შეხვედრაში ჰქონდა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი შეხვედრა ლევან კობიაშვილს აქვს ჩატარებული – 100 თამაში. მეორე ადგილზე 99 მატჩით კი, ჩვენი გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავაა. გეტყვით იმასაც, რომ ჯაბა კანკავას საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაურით 50-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings