ჩხუბის, აყალ-მაყალისა და გაძლიერებული პოლიციის ფონზე გაიმართა რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა. პრეზიდენტობის არჩევნებზე 25 ხმის უფლების მქონე დელეგატი გამოცხადდა, რომლებმაც 42 ხმა მოაგროვეს. ქვორუმისთვის 74-დან 38 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს: ვნებები ჩაცხრება და საქმეზე გადავალთ
არჩევნების დროს სიტუაცია განსაკუთრებით ტყემალაძის გამოჩენის დროს დაიძაბა. ტყემალაძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტ დავით ერაძეს მიკერძოებული უწოდა და თავადაც გამოირჩეოდა მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულობით. იმედი ვიქონიოთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის პერიოდში მედიის მიმართ უფრო ლოიალური იქნება.
საპირისპირო ბანაკში მყოფები აცხადებენ, რომ არჩევნების წინა დღეებში კლუბებზე ზეწოლა განხორციელდა. აბუსერიძის გუნდის წევრი, საინიციატივო ჯგუფის ლიდერი რამაზ ხარაზიშვილი აღნიშნავს, რომ სარაგბო კლუბ ქედის “ფირალების” დელეგატის 7 თვის შვილს ოპერაციის დაფინანსება შეუწყვიტეს, რადგან 30 დეკემბრის არჩევნებზე მან ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა მხარი.
ვეტერანი მორაგბეები დანებებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ტყემალაძეს პრეზიდენტად მუშაობას არ აცლიან. ისინი რაგბის კავშირის კარის ამოკეტვას აპირებენ, ასევე ჩემპიონატში მონაწილე კლუბების გაფიცვაც იგეგმება.
ამ უსამართლობას არ შევეგუებით: რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე დაპირისპირებაა
არჩეული პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე კი მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
გარდა პრეზიდენტისა, დღეს რაგბის კავშირმა გამგეობის ახალი წევრებიც აირჩიეს, რომელთა შორისაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა არიან.
მათ გარდა, გამგეობის წევრები იქნებიან:
გამგეობის წევრებად წარდგენილი არიან: ალექსანდრე ხვედელიძე, ზურაბ ზოიძე, გოჩა მაჭავარიანი, ალექსანდრე გრიგალავა, გივი ჭიჭინაძე, გიორგი კობახიძე, მერაბ ანთაძე, გელა ქობულაძე, გიორგი კახიანი, ილია ზედგინიძე, აკაკი დავითულიანი, გაიოზ მონიავა, ია ხურცილავა, ნატალია კურტანიძე.
GIPHY App Key not set. Please check settings