in

კარგი განწყობისთვის მოგება გვჭირდებოდა: კარგია, როცა ვარჯიში თამაშში გადაგვაქვს – ახალგაზრდულის შეფასებები

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ამხანაგური მატჩი ითამაშა და კვიპროსი 2:0 დაამარცხა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცხადია დადებითი ფაქტორია ტურნირის წინ მოგება. ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე პასი მისცა გიორგი წიტაიშვილმა, რომელსაც ბოლო დროს კლუბში საქმეები ვერ აეწყო.
მან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„გუნდური თვალსაზრისით შეხვედრა არც ისე რთული გამოდგა, მაგრამ მე ცოტა გამიჭირდა, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, გუნდში მეორედ ვარ და შეთამაშება მჭირდება.

შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით. ვარჯიშებზე სხვადასხვა კომბინაციას ვამუშავებთ და ჩემი გოლიც ამის შედეგია. კარგია, რაზეც ვარჯიშებისას ვმუშაობთ, თამაშში რომ გადავიტანეთ. სტანდარტული მდგომარეობის დროს ყველა ფეხბურთელს თავისი პოზიცია აქვს, მეორე გოლიც დამუშავებული კომბინაციის შემდეგ გავიდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე მოგება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კვიპროსთან გოლი და საგოლე პასი ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარება. იმედია, ტურნირზეც ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.

რეპეტიცია განწყობისთვის გამოვიდა: საქართველომ კვიპროსი დაამარცხა

თამაში შეაფასა ნაკრების კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმაც:

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კარგი განწყობისთვის მოგება გვჭირდებოდა და მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ. ახლა უშუალოდ პორტუგალიასთან თამაშზე გადავერთვებით. მინდა, გულშემატკივარს მოვუწოდო, 21 ივნისს მოვიდნენ და გვიქომაგონ“.

საქართველო ევროპის ჩემპიონატს 21 ივნისს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

ახალგაზრდულის შემადგენლობა ცნობილია: ორი მთავარი კაცი არ იქნება

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი, 20:00 | საქართველო – პორტუგალია
24 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბელგია
27 ივნისი, 20:00 | საქართველო – ნიდერლანდები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგი ამბავი ჩვენთვის, ცუდი ამბავი ქართველებისთვის: მეტოქეები კვარას და მიქაუტაძის არყოფნამ გაახარა

ეს სიამოვნება და მოტივაციაა: როგორ იმუშავა რუდი გარსიამ იტალიაში – ფანებს ხუმრობის იმედი აქვთ