in

კაპიტნების არჩევანი: რონალდო გაერიდა, მესიმ კონკურენტებს მისცა ხმა, ვინ გამოარჩია თავად ლეო

ფიფამ პრემია The Best-ის გამარჯვებულები დაასახელა. წლის ფეხბურთელი ლეო მესი გახდა, რომელმაც ერლინგ ჰოლანდს ეროვნული ნაკრების კაპიტნებისგან მიღებული მეტი ხმის გამო აჯობა.

2023 წლის ფეხბურთელი მესი გახდა: ფიფას The Best-ის ყველა გამარჯვებული

ცნობილი გახდა ვის მისცეს ხმა კაპიტნებმა. ვნახოთ რამდენიმე ძირითადი მათგანი:

ვის მისცეს ჩვენებმა ხმა: კვარაცხელია მეათეა

კაზემირო (ბრაზილია): ერლინგ ჰოლანდი, ლეო მესი, კილიან მბაპე.

მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე): ლეო მესი, კევინ დე ბრუინი, ერლინგ ჰოლანდი

ჰარი კეინი (ინგლისი): ლეო მესი, ერლინგ ჰოლანდი, ბერნარდო სილვა.

ილქაი გუნდოგანი (გერმანია): ერლინგ ჰოლანდი, ლეო მესი, როდრი

ვირხილ ვან დეიკი (ნიდერლანდები): ლეო მესი, ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინი.

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი): ლეო მესი, ილქაი გუნდოგანი, ერლინგ ჰოლანდი.

ალვარო მორატა (ესპანეთი): როდრი, ლეო მესი, კილიან მბაპე.

კილიან მბაპე (საფრანგეთი): ლეო მესი, ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინი.

ლეო მესი (არგენტინა): ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ხულიან ალვარესი

კრიშტიანო რონალდოს გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიუღია. პორტუგალიის მხრიდან ხმა მისცა პეპემ, რომელმაც მესი არ ახსენა და ასეთი სამეული ჩამოწერა – ბერნარდო სილვა, ერლინგ ჰოლანდი და ვიქტორ ოსიმენი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძე სასტარტოში გამყარდა – 29 წუთში 11 მოხსნა, 3 ქულა და მოგება ნიუ იორკში

ფანებმა მესი თქვეს, მწვრთნელებმა – ჰოლანდი